Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდება 2013 წელს


ხორვატიამ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისაკენ, რომელშიც 2013 წელს გაწევრიანდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ გამოაცხადა, რომ ხორვატიამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკების ექვსწლიანი პერიოდი ბლოკში მის 28-ე წევრად მისაღებად. ბაროზუ გამოვიდა რეკომენდაციით, შესრულებულად ჩაითვალოს ბოლო ოთხიც სულ 35 პირობიდან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი მიზნის მისაღწევად. შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ევროკავშირის ლიდერების მიერ ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა 23-24 ივნისის სამიტზე.
XS
SM
MD
LG