Accessibility links

ვან რუმპე: „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“


ევროპის კავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე ილაპარაკა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ. 10 ივნისს, ნიჟნი ნოვგოროდში, ევროკავშირ-რუსეთის 27-ე სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან, კერძოდ, განაცხადა: „ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებასა და მის შესაბამის ზომებთან მიმართებით.“ ეს განცხადება ვან რუმპემ გააკეთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევიც მონაწილეობდა. თავად მედვედევს საქართველო არ უხსენებია.
XS
SM
MD
LG