Accessibility links

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ


მოსკოვში იმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ედუარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამადიაროვის შეხვედრა, მათი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შუამავლობით. შეხვედრაზე განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს და ამავე დროს ამზადებენ სამი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებას, რომელიც მიმდინარე თვეშივე უნდა გაიმართოს. გასულ თვეში "დიდმა რვიანმა" მიმართა მოწოდებით დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მალე დადონ შეთანხმება. დასავლეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 2007 წელს მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს, მათ შორის სომხეთის ეტაპობრივ გასვლას მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებიდან და „დროებით სტატუსს“ მთიანი ყარაბაღისათვის, რაც არ გუსლიხმობს სრულ დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG