Accessibility links

logo-print

იაპონიაში გაიმართა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეთა აქცია


ტოკიოში გაიმართა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეთა აქცია, რომლითაც აღნიშნეს სამი თვის გასვლა ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ. სტიქიურ უბედურებას მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ბირთვული ავარიაც მოჰყვა, ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად. დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა ტოკიოს ცენტრში ბირთვული ენერგიით სარგებლობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. აქციები გაიმართა დედაქალაქის კიდევ რამდენიმე რაიონში. ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 9-ს აღწევდა, 11 მარტს შეარყია იაპონიის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, რის შედეგადაც მძიმე ზიანი მიადგა ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურს. მას ელექტრომომარაგება შეუწყდა, მოხდა რამდენიმე აფეთქება, გაჩნდა ხანძრები და რადიაციამ გაჟონა.
XS
SM
MD
LG