Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა: დააკავეს შეიარაღებული ჯგუფის ლიდერები


სირიის განცხადებით, არმიის წევრებმა დააპატიმრეს ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების ლიდერები. ეს ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. სირიის არმიამ პარასკევს დაიწყო სამხედრო ოპერაცია ამ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა ვერტმფრენებიდან ესროლეს დემონსტრანტებს. პარასკევს ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო ძალადობა და მისთვის ბოლოს მოღებისაკენ მოუწოდა სირიის მთავრობას. პარასკევს ათიათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც სირიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დემონტსრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვდნენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, მოკლულია აქციების, სულ ცოტა, 25 მონაწილე.
XS
SM
MD
LG