Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში გაძლიერებულია უსაფრთხეობის ზომები


მოსკოვის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, რათა არ დაუშვან ნაციონალისტთა მასობრივი გამოსვლები იური ბუდანოვის მკვლელობის შემდეგ. ბუდანოვი - რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც გასამართლებული იყო ჩეჩნეთში 2000 წელს 18 წლის გოგონას მკვლელობისათვის - გუშინ მოკლეს მოსკოვში. ამის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა მოწოდება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობისაკენ. როგორც იუწყებიან, მოსკოვის მეტროში მილიციელები მორიგეობენ, გაძლიერებულია პატრული მაენჟის მოედანე, მერიის შენობასთან და პუშკინის მოედანზე. აქ უნდა გაიმართოს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიტინგი, რომელიც „რუსეთის დღეს“ ეძღვნება და რომელზეც პატივი უნდა მიაგონ ბუდანოვის ხსოვნას. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო.
XS
SM
MD
LG