Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ზლითანს


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ზლითანს, რომელიც ტრიპოლის აღმოსავლეთით, 160 კილომეტრში მდებარეობს. ზლითანში გრძელდება შეტაკებები მეამბოხეებთან, რომლებიც ცდილობენ, წინ წაიწიონ ტრიპოლისაკენ, ზღვის ნაპირის გასწვრივ გზაზე. ლიბიაში ბრძოლები გრძელდება მიუხედავად დიპლომატიური ძალისხმევისა, რომლის მიზანიცაა ლიბიის ლიდერის დაყოლიება გადადგომაზე. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პარასკევს განაცხადა, რომ კადაფის შესათავაზა „გარანტია“, თუ ის ლიბიას დატოვებს, მაგრამ მისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG