Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს ბუდანოვის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილი 12 პირი


მოსკოვში დააკავეს 12 ადამიანი მცდელობისას, ჩაეტარებინათ არასანქცირებული აქცია იური ბუდანოვის ხსოვნის პატივსაცემად. ბუდანოვი - რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც გასამართლებული იყო ჩეჩნეთში 2000 წელს 18 წლის გოგონას მკვლელობისათვის, გუშინ მოკლეს მოსკოვში. ამის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ნაციონალისტების მოწოდება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობისაკენ. შაბათს ნაციონალისტების წარმომადგენელმა ელენა დენეჟკინამ განაცხადა, რომ აქტივისტებს სურდათ, მოეწყოთ ახალი საპროგრამო დოკუმენტის პრეზენტაცია და პატივი მიეგოთ ბუდანოვის ხსოვნისთვის. მოსკოვში კვლავაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს პოლიცია, ბუდანოვის მკვლელობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG