Accessibility links

სირიაში ჯარები შეიჭრნენ ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთავრობის ჯარები და ტანკები შეიჭრნენ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში, იქ „შეიარაღებული ჯგუფების“ მოქმედებისთვის ბოლოს მოსაღებად. ამ ოპერაციით გრძელდება მთავრობის მკაცრი კურსი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩასახშობად. დემონსტრაციები მარტში დაიწყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით. ბოლო დღეებში სწორედ ქალაქ ჯისრ ალ-შუღურია დაპირისპირების ეპიცენტრი. ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებულმა ბანდებმა გასულ კვირაში იქ 120 ჯარისკაცი მოკლეს. ადგილობრივი მოსახლეობა და უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ძალადობა მოჰყვა დაპირისპირებას თვით ჯარისკაცებს შორის მას შემდეგ, რაც ზოგმა მათგანმა პროტესტი გამოთქვა სამოქალაქო პირების დახოცვის გამო. უფლებადამცველების ინფორმაციით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას მარტიდან მოყოლებული 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჯისრ ალ-შუღურიდან ათასობით ადამიანი გაიქცა მეზობელ თურქეთში, სადაც, ადგილორივი ხელისუფლების განცხადებით, 4000-მდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება.
XS
SM
MD
LG