Accessibility links

პაკისტანში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 34 ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში აფეთქებების შედეგად, სულ ცოტა, 34 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა. ორი აფეთქება, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, ნაშუაღამევს მოხდა ქალაქის უბანში, რომელშიც პოლიტიკური ორგანიზაციების ოფისები და სამხედრო პირების განკუთვნილი საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ პაკისტანის თალიბანს გამოცხადებული აქვს, რომ შურს იძიებს ამერიკელების მაისში ჩატარებული სპეცოპერაციისათვის, რომლის დროსაც ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.
XS
SM
MD
LG