Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი არ შეცვლის გადაწყვეტილებას აშშ-ის ჯარისკაცების რიცხვის შემცირებაზე


პაკისტანი არ შეცვლის გადაწყვეტილებას იქ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის შემცირების თაობაზე. ამის შესახებ პაკისტანის არმიისა და დაზვერვის უწყების ხელმძღვანელებმა განუცხადეს შეერთებული შტატების გამოძიების ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ლიონ პანეტას, რომელიც ისლამაბადში მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს არის პანეტას პირველი ვიზიტი პაკისტანში მას შემდეგ, რაც მაისში ამერიკელების სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ოსამა ბინ ლადენი. ამ ოპერაციამ დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონის და ისლამაბადის ურთიერთობაში. პაკისტანის არმიამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ იკვეცება პაკისტანში დაშვებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი და შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა.
XS
SM
MD
LG