Accessibility links

logo-print

თურქეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები


თურქეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელში გამარჯვებასაც, გავრცელებული ვარაუდით, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტია, სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოიპოვებს. ერდოანმა სტამბოლის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ პატივს სცემს არჩევნების შედეგს. „ჩვენ გუშინ, საღამოს 6 საათზე დავასრულეთ დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო საარჩევნო კამპანია. განცხადებებით გამოვდიოდით შეკრებებზე, ახლა კი ჯერი ჩვენს ხალხზეა - მან უნდა თქვას თავისი სიტყვა. მან საკუთარი ნებით უნდა გადაწყვიტოს, ვინ გაუძღვება ამ ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი შეფასებაც. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა ერდოანმა. 15 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და 200 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა თურქეთის 550-ადგილიან პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად. არჩევნების წინასწარი შედეგები დღესვე, მოგვიანებით არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG