Accessibility links

ირანიდან იუწყებიან დემონსტრანტებთან პოლიციის შეტაკების შესახებ


ირანიდან გავრცელებული ცნობებით, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა თეირანში, სადაც ოპოზიციის მომხრეები შეიკრიბნენ 2009 წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე წლისთავის აღსანიშნავად. არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოცხადდა, რასაც მაშინ ირანელი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახურის ცნობით, მას დღევანდელი გამოსვლის ერთ-ერთმა მონაწილემ აღუწერა სცენა, როგორ მიმდინარეობდა საპროტეტო აქცია უშიშროების ძალების თვალწინ - რომ უშიშროების ძალები იყვნენ ჩამწკრივებული ორივე მხარეს ქუჩაში, სადაც დემონსტრანტები მიდიოდნენ. ხალხი კი მაინც აგრძელებდა სვლას, შეძახილების გარეშე. ოპოზიციის ერთ-ერთი ვებსაიტის ცნობით, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანი დააკავა და ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მაღაზიებისა და საჯარო თავშეყრის ადგილების, მათ შორის კინოთეატრების დახურვის შესახებ. ამ ცნობებს დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ, რადგან ირანის ხელისუფლება უცხოურ მედიას არ აძლევს ოპოზიციის საქმიანობის გაშუქების უფლებას.
XS
SM
MD
LG