Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ნაწილი ”მედიაპალიტრას” სოლიდარობას უცხადებს


დღეს გამომავალი ქართული პრესის დიდი ნაწილი პირველ გვერდზე აქვეყნებს ფრაზას - "სოლიდარობა "მედიაპალიტრას!” ეს აქცია კოალიციის - "მედია ადვოკატირებისთვის" - ინიციატივით იმართება. აქციაში მონაწილეობს 7 თბილისური და თითქმის ყველა რეგიონული გაზეთი, ასევე ჟურნალები ”ლიბერალი” და ”რეიტინგი”. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა "მედიაპალიტრის" შემდეგ დაწესებულებებში - შპს ”GEP”-ში, შპს გამომცემლობა "კოლორში", შპს "პოლიგრაფიულ მასალებში", გამომცემლობა "პალიტრა L"-ში. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა კომპანიაში დატოვეს შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამ შეტყობინების თანახმად, "მედიაპალიტრის" ექვსივე შპს-ში საგადასახო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება.
XS
SM
MD
LG