Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპული კინოს მხარდასაჭერი ფონდის წევრი ხდება


საქართველო ევროპის საბჭოს - ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდ "ევრიმაჟის" (Eurimages) 36-ე წევრი ქვეყანა ხდება. ”ევრიმაჟში” საქართველოს გაწევრიანების პროცესს ეროვნული კინოცენტრი წარმართავდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფონდში საქართველოს სრულუფლებიან წევრად აღიარებით გაიზრდება ქართული ფილმების დაფინანსების პერსპექტივები, და ხელი შეეწყობა საქართველო სრულფასოვნად წარმოჩინებას ევროპულ სივრცეში.
XS
SM
MD
LG