Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა


თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მეთაურობს, გამარჯვება მოიპოვა გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. მმართველმა პარტიამ ხმების 50 პროცენტზე მეტი მოიპოვა, მიიღო საპარლამენტო მანდატების უმეტესობა და შეძლებს ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას. ახალ პარლამენტში სულ ოთხი პარტია მოხვდა, მათ შორის ყველაზე ძველი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიაა, რომელმაც ხმების 26 პროცენტი მიიღო.
XS
SM
MD
LG