Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ურჩევს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები დღეს კვლავ გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრება უსაფრთხო არ არის. ამასთან, თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ გაფრთხილება არ წარმოადგენს რუსეთში მოგზაურობის შემზღუდველ ოფიციალურ განცხადებას. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერავის აიძულებს რაიმე განსაკუთრებულ ზომებს მიმართონ, თუმცა, როგორც ოფიციალური უწყება, თავს ვალდებულად გრძნობს საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდოს. კალანდაძემ აღნიშნა, რომ გაფრთხილება ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და დასძინა, რომ ”ქსენოფობიური პოლიტიკა რუსეთში მყარი ხელით იმართება.” საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს 10 ივნისსაც მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან. ეს გაფრთხილება მოსკოვში საქართველოს მოქალაქის გელა ბლიაძის მკვლელობას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG