Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ყაზახეთშია


ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, დღეს ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. ამ შეხვედრით ჰუ ძინტაომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთკვირიანი ტურნე დაიწყო. ყაზახეთში ის სამი დღის განმავლობაში დარჩება და მონაწილეობის მიიღებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთსაც ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტში. შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა. ჩინეთსა და ყაზახეთს შორის კავშირები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განმტკიცდა - განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, რადგან ჩინეთს თავისი მზარდი ეკონომიკისთვის სულ უფრო მეტი რესურსი ესაჭიროება. ყაზახეთის ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სამრეწველო სექტორებში ჩინეთის ათასზე მეტი კომპანია მუშაობს. ნაზარბაევი თებერვალში ეწვია ჩინეთს - მაშინ ორმა ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა.
XS
SM
MD
LG