Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინი: მოსკოვი საერთაშორისო ქცევის ფუძემდებლურ ნორმას არღვევს


კიშინიოვში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არღვევს მოლდავეთის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და „საერთაშორისო ქცევის“ ერთ-ერთ „ფუძემდებლურ ნორმას“. კვირას, 12 ივნისს, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრთან, ვლად ფილატთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას მაკკეინმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოლდავეთის დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედროთა ყოფნაზე ისაუბრა და რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს უთხრა, ეს საკითხი არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს და მოლდავეთის პრობლემასო: „მოლდავეთის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის ყოფნის საკითხი, და რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაცია წარმოადგენს საკითხს, რომლის [მნიშვნელობაც] ბევრად სცდება ამ კონკრეტულ ქვეყნებს“. ჯონ მაკკეინი მოლდავეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG