Accessibility links

logo-print

ერდოანის პარტია ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესში კონსენსუსის პირობით გამოდის


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თავის პოლიტიკურ მეტოქეებთან თანამშრობლობის პირობით გამოდის - მას შემდეგ, რაც მისმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ კვირას ჩატარებულ არჩევნებში საკმარისი ხმები მოიპოვა საიმისოდ, რომ მესამე ვადით გახდეს მმართველი პარტია. ამ ეტაპისთვის ხმები თითქმის სრულად არის დათვლილი და სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატიული პარტია მათ თითქმის 50 პროცენტს ფლობს. თუმცა პარტიამ ვერ შეძლო ორი მესამედის უმრავლესობის მოპოვება - რომელიც კონსტიტუციის ცალმხრივად შეცვლისთვის არის საჭირო. კვირას ღამით, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას, ერდოანმა პირობა დადო რომ ახალი კონსტიტუციის შესაქმნელად სხვა პარტიებთან და ჯგუფებთან ითანამშრომლებს. სამართლიანობისა და განვითარების პარტიას სურს შეცვალოს ახლანდელი კონსტიტუცია - რომელიც სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლებმა შექმნეს 1982 წელს - და შემდეგ ახალი კონსტიტუცია სახალხო რეფერენდუმზე გაიტანოს.
XS
SM
MD
LG