Accessibility links

logo-print

სირიიდან ამბოხების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები მოდის


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამხედრო ძალები, რომლებმაც კვირას ტანკები და ვერტმფრენები გამოიყენეს ქალაქ ჯისრ ალ-შუღურზე კონტროლის დასამყარებლად, დღეს ტყეებში და მთებში განაგრძობენ „შეიარაღებული ტერორისტული ბანდების ნარჩენების“ ძიებას. გასულ კვირაში მთავრობა აცხადებდა, რომ „შეიარაღებულმა ჯგუფებმა“ ქალაქში უსაფრთხოების ძალების 120 წარმომადგენელი დახოცეს, იქ გამართული დემონსტრაციების შემდეგ. მაგრამ ლტოლვილების და უფლებადამცველების ინფორმაციით, დახოცილთაგან ბევრი უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირი იყო, ან ჯარისკაცი, რომელიც იმის გამო მოკლეს, რომ უარი თქვა სამოქალაქო პირებისთვის გაეხსნა ცეცხლი. სირიაში უცხოელ ჟურნალისტებს მუშაობა აკრძალული აქვთ, და ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG