Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა სტუდენტებს ქართველი მოღალატეების შესახებ უამბო


„ქართველი ხალხი ხშირად ამაყობს დიდი ბრძოლებით, თუმცა ყველაზე დიდი ბრძოლა საქართველოს არა მხოლოდ უცხოელ დამპყრობლებთან, არამედ თვითონ ქართველებს შორის ჰქონდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოსწავლეთა დაჯილდოებისას განაცხადა. "სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ-კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ასე გრძელდება დღემდე და დღესაც ქართული პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი რუსი დამპყრობლებისგან ფინანსდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაასამაროს. "არაფერი ახალი არ არის. თბილისში ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, ამაში ფულსაც იღებენ და მერე ცხინვალის გავლით გარბიან მტრებთან და თავს აფარებენ“, - თუმცა საქართველოს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გაიქცა ცხინვალის გავლით და საქართველოს რომელი პოლიტიკური ჯგუფი ფინანსდება რუსეთის მიერ.
XS
SM
MD
LG