Accessibility links

logo-print

ბერლუსკონის უარი უთხრეს იმუნიტეტზე


იტალიაში გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა 90%-მა მხარი არ დაუჭირა მთავრობას. რეფერენდუმზე დასმული შეკითხვები შეეხებოდა მთავრობის წევრთათვის სასამართლო იმუნიტეტის შენარჩუნებასა და ატომური ენერგიის გამოყენების შესაძლებლობას. რეფერენდუმი, რომელიც იტალიაში კვირას და ორშაბათს გაიმართა ამომრჩეველთა 57%-მა მიიღო მონაწილეობა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მთავრობა და პარლამენტი აღასრულებენ ხალხის ნებას. თავის მხრივ ოპოზიციამ ბერლუსკონის გადადგომისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG