Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იერიში მოეწყო ქალაქ ბაქუბის საკრებულოზე


ერაყში იერიში მოეწყო ადგილობრივი ხელისუფლების შენობაზე ქალაქ ბაქუბაში, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. მოგვიანებით ერაყის ჯარებმა, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით მოქმედებდნენ, კონტროლი აღადგინეს შენობაზე. ბაქუბა ცენტრალურ ერაყში მდებარეობს. თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების ცნობით, შენობაში, სულ ცოტა, ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა და დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. მოგვიანებით კიდევ ერთმა თვითმკვლელმა მოაწყო აფეთქება, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა იერიშის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. გავრცელებული ცნობებით, ბრძოლის დროს, სულ ცოტა, სამი თავდამსხმელი მოკლეს. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ერაყში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები ვერტმფრენებში იმყოფებოდნენ და მარტო მეთვალყურეობას უწევდნენ ბაქუბაში მიმდინარე ოპერაციას.
XS
SM
MD
LG