Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: არალეგალური მიგრანტების უმრავლესობა იტალიაში ჩადის


ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტო "ფრონტექსის" მონაცემებით, არალეგალური მიგრანტების უმრავლესობა ბოლო ხანს ცდილობს ევროკავშირში არა საბერძნეთიდან, არამედ იტალიიდან შესვლას, რისი მიზეზიცაა კონფლიქტები ჩრდილოეთ აფრიკაში. "ფრონტექსის" დირექტორის მოადგილე ჯილ არიას ფერნანდესის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მანძილზე აღირიცხა იტალიის საზღვრების არალეგალურად გადაკვეთის 22 600 შემთხვევა, უმეტესწილად, კუნძულ ლამპედუზაზე. მაშინ, როცა მთლიანად, ევროკავშირში საზღვრების გადაკვეთის 33 000 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან ამავე სამთვიან პერიოდში იტალიაში შესვლა სცადა სულ 147-მა არალეგალურმა მიგრანტმა.
XS
SM
MD
LG