Accessibility links

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევს ევროპარლამენტის რეზოლუციას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევს ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი არა მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, არამედ შეიცავს გარკვეულ რეკომენდაციებსაც. მანჯგალაძის თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება და შეწყდეს რუსული პასპორტების უკანონოდ გაცემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG