Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება თომას მელია


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, რომელიც შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დღეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა 26 მაისს, მიტინგის დარბევისას ჩადენილი ძალადობის გამოძიებაზე საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას. რესპუბლიკური პარტიის ცნობითვე, შეხვედრისას განიხილებოდა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხიც.
XS
SM
MD
LG