Accessibility links

logo-print

ოპოზიცია მოითხოვს ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული კანონდარღვევების გამოძიებას


საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას მოჰყვეს არა მისი ცნობად მიღება, არამედ დადგენილება და დაისვას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული კანონდარღვევის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მეტად შესასრულებლად სხვადასხვა უწყების დახმარებას აპირებენ და თანამდებობის რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მიზანშეწონილი არ არის.
XS
SM
MD
LG