Accessibility links

logo-print
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგა ანგარიშით, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ, შარშან არსებულ ვითარებას ასახავს. ამასთან, ომბუდსმენმა მოხსენებაში შეიტანა წელს მომხდარი კონკრეტული ფაქტიც. კერძოდ - სამ იანვარს პოლიციისა და სამოქალაქო ფორმიანი პირების მიერ გმირთა მოედანზე ვეტერანთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალით დაშლა.

საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას მოჰყვეს არა მისი ცნობად მიღება, არამედ დადგენილება და დაისვას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული კანონდარღვევის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მეტად შესასრულებლად სხვადასხვა უწყების დახმარებას აპირებენ და თანამდებობის რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მიზანშეწონილი არ არის.
XS
SM
MD
LG