Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა


14 ივნისს პარლამეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დეპუტატებს წარუდგინა ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” თავისი ანგარიში. რომელიც 2010 წელს არსებულ მდომარეობას ასახავს. ტუღუშმა პარლამენტში თქვა, რომ სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანურ და ღირსების შემლახავი მოპყრობად. ტუღუშის თანახმად, დიდ პრობლემად რჩება პატიმართა სამედიცინო მომსახურეობის საკითხი. ომბუტსმენმა თქვა ასევე, რომ წინა წლებთან შედარებით იკლო წამების, არაადამიანური და ფირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებმა, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც კვლავ გვხდება. გიორგი ტუღუშმა პარლამენტს განუცხადა, რომ მის ანგარიშში მოყვნალი ფაქტების შესახებ მან მიმართა პროკურატურას, მაგრამ მათ დიდ ნაწილს რეაგირება არ მოჰყოლია. ტუღუშის თქმით, 2010 წელს აღნუსხულია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც, იყო ტუღუშის თქმით, არაერთი დარღვევა ამ მხრივ. არა ანგარიშის ჩარჩოებში, მაგრამ სახალხო დამცველი შეეხო 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის სამართალდამცველების მიერ დარბევის და შემდგომ მომხდარ ფაქტებს და ის თვლის, რომ აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ დადგენილების პროექტის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების პაკეტის გარშემო კენჭისყრა პარასკევისთვის გადაიდო.
XS
SM
MD
LG