Accessibility links

logo-print

ლიბიაში ოპერაციისთვის ნატოს საკმარისი რესურსი აქვს


ნატოს საკმარისი რესურსები აქვს სირიაში საჰაერო ოპერაციის გასაგრძელებლად, განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა, ოანა ლუნჟესკუმ. უფრო ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომ სამხედრო ბიუჯეტების შემცირებამ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ლიბიის კამპანიის გაგრძელება და თვით ალიანსის მომავალიც. მეამბოხეთა ცნობით, სამშაბათს, ლიბიის დასავლეთში, მუამარ კადაფის ძალებს დედაქალაქ ტრიპოლისკენ უკან დახევინეს. მეამბოხეებმა დაიკავეს ქალაქი ქიქლა. აღმოსავლეთში გრძელდება ამბოხებულების იერიში სანავთობო ქალაქ ბრეგაზე.
XS
SM
MD
LG