Accessibility links

logo-print

სირია ლტოლვილებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ ჯისრ ალ-შუღურში


სირიის მთავრობა შინ დაბრუნებისაკენ მოუწოდებს ათასობით ლტოლვილს, რომლებმაც მეზობელ თურქეთს მიაშურეს ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოეპრაციების შიშით. თურქეთში გაქცეული სირიელი სამოქალაქო პირების რიცხვი, როგორც იუწყებიან, 8500-ს აღემატება. სირიის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში ტანკებია განთავსებული და, თვითმხილველები იუწყებიან ეჭვმიტანილების დაპატიმრების, ისევე როგორც სახლების ჩხრეკის და ძარცვის შესახებ. ჯისრ ალ-შუღური იყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამ სამი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ცენტრი.
XS
SM
MD
LG