Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააპატიმრეს ადამიანები, რომლებიც აშშ-ს ბინ ლადენის პოვნაში დაეხმარნენ


გავრცელებული ცნობებით, პაკისტანში დააპატიმრეს ხუთი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან შეერთებული შტატების გამოძიების ცენტრალური სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებაში, ვიდრე ამერიკელების სპეცოპერაციას 2 მაისს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოჰყვებოდა. გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულებს შორის არის პაკისტანის არმიის მაიორი, რომელიც ადგენდა ბინ ლადენის საცხოვრებელ კომპლექსში მიმავალი ავტომაქანების ნომრებს. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, გამოძიების ცენტრალური სააგენტოს პაკისტანელი ინფორმატორების ბედი, მათი დაკავების შემდეგ, უცნობია.
XS
SM
MD
LG