Accessibility links

logo-print

რუსეთის მიზანია 2021 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვან ხუთეულში შესვლა


პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის „ამბიციური მიზანია“, მსოფლიოში უდიდეს ხუთ ეკონომიკას მიეკუთვნებოდეს 2021 წლისთვის. პუტინმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიზანია მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე 19 700 დოლარიდან 35 000 დოლარამდე. პუტინის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთს მართებს მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთში ჯერ კიდევ იგრძნობა ბოლოდროინდელი ეკონომიკური და საფინანსო კრიზიკების შედეგები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 2011 წლის ბოლომდე ეკონომიკა სრულად დაძლევს ამ შედეგებს და კრიზისამდე პერიოდის მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG