Accessibility links

logo-print

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან აქცია გაიმართა


თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისას დაზარალებული ახალგაზრდები. მათ კვლავ გააპროტესტეს პოლიციის მოქმედება და ყველა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის გამოძიება მოითხოვეს. დღევანდელი აქციის მონაწილეთა განცხადებით, ახალგაზრდები ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის გააქტიურებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქცია, რომლის მონაწილენიც ახალგაზრდული მოძრაობების დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, 30-ზე მეტი ადამიანი დაკაავეს, სასტიკად სცემეს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც და მათ აპარატურა წაართვეს.
XS
SM
MD
LG