Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი


საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. პეტროს ეფთიმიუ დღეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განიხილებოდა უსაფრთხოების, საქართველო-რუსეთის რუთიერთობის, შიდა პოლიტიკისა და რეფორმების საკითხები. დღესვე პეტროს ეფთიმიუ შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის და ასევე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აღდგენის აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG