Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებმა 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხი სამოქალაქო პირი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდასხმა მიმართული იყო ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელის ოფისის წინააღმდეგ, მაგრამ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ვიდრე შენობამდე მიაღწევდა. დღეს ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა კიდევ ერთ იერიშს, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო. ეს იყო იერიში ცენტრალურ ავღანეთში მდებარე კაპისის პროვინციაში, სადაც ხუთი სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG