Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას შესთავაზა მთავრობაში შესვლა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ ოპოზიციურ პარტია „ახალ დემოკრატიას“ შესათავზა მთავრობაში შესვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი ახალი ზომების მიღება. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, საბერძნეთს დახმარებას აღარ მიაწვდიან ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. პაპანდრეუსთან დაახლოებულ წყაროთა ცნობით, ის მზად არის, გადადგეს, თუ ეს საჭირო იქნება ახალი ეკონომიკური ზომების დასამტკიცებლად. მათზე მსჯელობა ოთხშაბათს დაიწყო საბერძნეთის პარლამენტმა. ამ საკითხის განხილვის ფონია საყოველთაო გაფიცვა და მასობრივი საპროტესტო აქციები. ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 30-მდე პირი. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ გადასახადების გაზრდასთანა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების დიდი ნაწილის დათხოვნასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG