Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში პოლიციამ ოპოზიციის მსვლელობა დაშალა


ბელორუსიაში, მინსკში, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა ოპოზიციური მსვლელობის დასაშლელად. საპროტესტო გამოსვლა სოციალური საინტერნეტო ქსელების გზით მოეწყო. ასობით, უმეტესად ახალგაზრდა დემონსტრანტს, რომლებიც მინსკში შეიკრიბნენ, სდევნიდა პოლიცია, რომელმაც გადაკეტა ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ქალაქის მთავრობამ სატრანსპორტო საშუალებებს უბრძანა, არ გააჩერონ ქალაქის ცენტრში. გამოსვლა მიმართული იყო ბელორუსიის მთავრობის პოლიტიკის წინაღმდეგ, რასაც ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG