Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი რუსეთის ჩრდილოეთში გადაიყვანეს


ავრცელდა ცნობა, რომ ყოფილი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც მოსკოვიდან გასაიდუმლოებულ საპატიმროში გადაიყვანეს, რუსეთის ჩრდილოეთში, კარელიაში მდებარე კოლონიაში მოათავსეს. მან 27 მაისს მოითხოვა ვადამდე ადრე განთავისუფლება მას მერე, რაც სასჯელის ნახევარი მოიხადა. ხოდორკოვსკი თავის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევთან ერთად 2003 წლის შემდეგ იხდის სასჯელს. მათ დეკემბერში დამატებით სასჯელი გამოუტანეს თაღლითობისთვის. ხოდორკოვსკის სასჯელის ნახევარი სამხრეთ ციმბირში მოიხადა. ინტერფაქსის თანახმად, ახლა ის კარელიაში, მოსკოვიდან 900 კილომეტრში მდებარე კოლონიაში მოათავსეს. კარელიაში გასაკუთრებით მკაცრი ჰავაა.
XS
SM
MD
LG