Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნისანი” და ”რენო” ”ავტოვაზის” საკონტროლო პაკეტს მოიპოვებენ


იაპონური ბიზნეს-გამოცემის - ”ნიკეის” ცნობით, საფრანგეთის ავტო-მწარმოებელი ”რენო” და მისი იაპონელი პარტნიორი ”ნისანი” ასრულებენ მოლაპარაკებებს რუსეთის უმსხვილესი მწარმოებლის ”ავტოვაზის” საკონტროლო პაკეტის მოპოვებაზე. ”ნისანი” რუსული კომპანიის აქციების 25%-ში მილიარდი დოლარის გადახდას აპირებს. კომპანია ”რენო” უკვე ფლობს ”ავტოვაზის” აქციების 25%-ზე მეტს. მანამდე ”ნისანმა” და ”რენომ” გამოაცხადეს, რომ 2015 წლამდე რუსეთში 2 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას აპირებენ.
XS
SM
MD
LG