Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი სირიის მმართველის წარგზავნილს შეხვდა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოანი სირიის მმართველ ბაშარ ალ-ასადის წარგზავნილს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ოთხშაბათს თითქმის სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასადს ოპონენტების მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების შეწყვეტისა და რეფორმების გრაფიკის შედგენისკენ მოუწოდა. სირიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ამ ქვეყნიდან 8500-ზე მეტი ლტოლვილი შევიდა.
XS
SM
MD
LG