Accessibility links

logo-print

”ალ ყაიდის” ლიდერად აუმან ალ-ზავაჰირი გამოცხადდა


ალ-ყაიდასთან ასოცირებული ვებ-საიტები ავრცელებენ ცნობას, რომ ოსამა ბინ ლადენის მემკვიდრე ეგვიპტეში დაბადებული აუმან ალ-ზავაჰირი გახდა. ბინ ლადენი გასულ თვეში აშშ-ს მიერ ორგანიზებული სპეც-ოპერაციის შედეგად მოკლეს. ალ ზავაჰირი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, 60 წლის არის. ის რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეუერთდა. ეჭვმიტანილია ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობაში. მოგვიანებით ავღანეთში გადაინაცვლა, სადაც უსამა ბინ ლადენთან ერთად მონაწილეობდა ალ-ყაიდის შექმნაში. ალ-ზავაჰირი საერთაშორისო ძებნილია. ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ, ის ალ-ყაიდის ლიდერის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG