Accessibility links

logo-print

სირიის უშიშროების ძალებმა ასობით ადამიანი დააპატიმრეს


სირიელი უფლებადამცველის განცხადებით, უშიშროების ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინციაში, რომელშიც ერთი კვირაა სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. უფლებადამცველი მუსფტაფა ოსო ამბობს, რომ ხალხს აპატიმრებენ უმეტესწილად ჯისრ ალ-შეღურის მიმდებარე დასახლებებში, ქალაქ მაარეტ ალ-ნუმანში და მის მახლობლად მდებარე სოფლებში. სირიის არმიამ გასული კვირის მიწურულს წამოიწყო ოპერაცია იდლიბის პროვინციაში მას შემდეგ, რაც იქ უშიშროების ძალების 120 თანამშრომელი მოკლეს, მთავრობა როგორც ირწმუნება, „შეიარაღებულმა ჯგუფებმა“. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საქმე ეხება დეზერტირებს, რომლებიც ჯარისკაცებმა დახოცეს.
XS
SM
MD
LG