Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში პატიმრობა მიუსაჯეს რადიკალ სასულიერო პირს


ინდონეზიაში სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა რადიკალ მაჰმადიან სასულიერო პირს, აბუ ბაქარ ბაშირს, რომელიც დამნაშავედ სცნო ტერორისტების საწვრთნელი ბანაკის ორგანიზებისა და დაფინანსების ხელშეწყობაში. აჩეს პროვინციაში მდებარე ბანაკში იკრიბებოდნენ სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგელები უცხოელებსა და ზომიერ მაჰმადიან ლიდერებზე თავდასხმების მოსამზადებლად. 72 წლის აბუ ბაქარ ბაშირი აგვისტოში დააკავეს - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ტერორისტულ ბანაკში პოლიციის რეიდი განხორციელდა. ბაშირი მიჩნეულია რეგიონულ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ჯემაა ისლამიას“ სულიერ მამად. ამ ჯგუფს ეკისრება პასუხისმგებლობა კუნძულ ბალიზე 2002 წელს მოწყობილ აფეთქებებზე, რომლებმაც 200-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ბევრი უცხოელი.
XS
SM
MD
LG