Accessibility links

logo-print

საბერძნეთის მთავრობაში ცვლილებები მოხდება


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ დღეს პარლამენტს წარუდგენს ახალი შემადგენლობის მთავრობას და მოითხოვს მისდამი ნდობის საკითხზე კენჭისყრას მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა ოპოზიციასთან კოალიციის შესახებ მოლაპარაკება. ოპოზიციურმა პარტიამ პაპანდრეუს გადადგომა მოითხოვა კოალიციაზე მოლაპარაკების პირობად. პრემიერ-მინისტრი ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი მკაცრი ზომებისათვის, რომლებსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვენ. ახალი ზომების მომცველი გეგმა, რომლის განხორციელების გარეშეც საბერძნეთს აღარ მიაწვდიან ფინანსურ დახმარებას, ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას, ხარჯების დაზოგვას და სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებას.
XS
SM
MD
LG