Accessibility links

logo-print

რუსეთ-ჩინეთის სამიტზე იმსჯელებენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე


მოსკოვში დღეს იმართება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევისა და ჰუ ძინტაოს შეხვედრა. მასზე განსახილველ მთავარ საკითხებად სახელდება ენერგეტიკა და ვაჭრობა. მხარეები ცდილობენ შეთანხმების მიღწევას გრძელვადიან გაზმომარაგებაზე რუსეთიდან, ჩინეთში ენერგორესურსებზე მოთხოვნის მატებასთან დაკავშირებით. მოსკოვში მოლაპარაკების შემდეგ ორივე პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციებთან ერთად მიაშურებს სანქტ პეტერბურგს რუსეთის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად. ჰუ ძინტაო მიწვეულია საპატიო სტუმრის სტატუსით.
XS
SM
MD
LG