Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: საბერძნეთი მიიღებს დახმარების მორიგ ტრანშს


ევროკავშირის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ევროზონის ფინანსთა მინისტრები კვირას შეთანხმდებიან საბერძნეთისათვის, დახმარების სახით, 12 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, ხოლო მომავალ თვეში მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინანსური დახმარების ახალ გეგმაზე. ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა დღეს განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 12 მილიარდი ევრო გამოიყოფა სექტემბრამდე საბერძნეთის ვალის დასაფარად. გარდა ამისა, ივლისში მოლაპარაკებას გამართავენ დახმარების სხვა, საშუალოვადიან პაკეტზე. ოლი რენი მოელის, რომ ეს გადაწყვეტილებები შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ვერ გაიღებს თავის წილს დახმარების მორიგი ტრანშისთვის, საბერძნეთის გრძელვადიან საფინანსო გეგმასთან დაკავშირებული გარანტიის გარეშე. ოლი რენის განცხადებით, ის მოელის, რომ საბერძნეთის პარლამენტი დაამტკიცებს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგ ახალ ზომებს.
XS
SM
MD
LG