Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა კონვენცია შინამოსამსახურეების შესახებ


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამტკიცა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში მილიონობით მოსამსახურის, ბავშვების აღმზრდელისა და მზარეულის შრომის უფლებების აღიარებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სააგენტოა და დღეს ჟენევაში, მის ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართა კენჭისყრა შინამოსამსახურეების შესახებ ახალი კონვენციის დასამტკიცებლად. შრომის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, სულ ცოტა 52,6 მლნ შინამოსამსახურეა დასაქმებული და, ახალი კონვენციის მიხედვით, მათზეც ვრცელდება შრომის უფლებები, როგორიცაა დასვენება და ჯანდაცვა. ახალი წესების ძალაში შესვლამდე, კონვენცია თითოეულ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს.
XS
SM
MD
LG