Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბა არ გამორიცხავს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აგვისტოში დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას არ გამორიცხავს. სააგენტო ინტერფაქსს შამბამ განუცხადა, რომ თუ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას ალექსანდრე ანქვაბიც გადაწყვეტს, არჩევნები მეგობრული იქნება და თითოეული კანდიდატი აღიარებს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგს. თავის მხრივ, ანქვაბმა იმავე სააგენტოს განუმარტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარს შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ 25 ივნისის შემდეგ, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპიბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
XS
SM
MD
LG